საზოგადოება

„მთელი დღეა ფბ-ზე ამ სათაურის სქრინს დაათრევენ და პაატა იმანძეს ლანძღავენ“

როგორ იქმნება ფეიკ სათაური – ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„როგორ იქმნება ფეიკ სათაური:
ერთ-ერთი სატელევიზიო ჩართვის დროს (რომელსაც პირდაპირ ეთერში ვუყურებდი) ჟურნალისტმა პაატა იმნაძეს კითხა: როცა ვაქცინა შემოვა, პირველ რიგში ვინ აიცრებაო? იმნაძემ უპასუხა, რომ ჯერ აიცრებიან მედიკოსები და ის ადამიანები, რომლებიც რისკჯგუფს წარმოადგენენო.
ჟურნალისტმა დამატებით ჰკითხა დაახლოებით ასე: თქვენი გათვლებით, ჩემთვის და სხვა რიგითი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ ჯგუფს არ მივეკუთვნებით, როდის გახდება ვაქცინა ხელმოსაწვდომიო? იმნაძემ უპასუხა, ჩვეულებრივ ადამიანებამდე, რომლებიც რისკის ჯგუფს არ წარმოადგენენ, ვაქცინა დაახლოებით ზაფხულში ან შემოდგომაზე იქნებაო.
ეს დიალოგი ერთ-ერთმა სააგენტომ გაანიუსა და სათაურად დაარქვა: “იმნაძე – ჩვეულებრივი ადმაინებისთვის ვაქცინა იქნება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში”.
მთელი დღეა ფბ-ზე ამ სათაურის სქრინს დაათრევენ და პაატა იმანძეს ლანძღავენ, ადამიანები ჩვეულებრივებად და არაჩვეულენრივებად დაყოო“ – წერს მერაბ მეტრეველი.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ ფორმულას ეთერში საკუთარი გამონათქვამი განმარტა:

„დღეს ჩემს ერთ-ერთ გამოთქმას მოყვა… ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი შვილი, ერთი, მეორე არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე, ჩვეულებრივია ჩემი ცოლი, ჩვეულებრივები არიან ჩემი შვილები, მაგრამ არიან ის ადამიანები, რომლებიც კოვიდზე ყოველდღე მუშაობენ, აი, ისინი უნდა აიცრან პირველი. ალბათ, ამაში ვერავინ მოგვედავება“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close