საზოგადოება

“მთავარი არხის” ჟურნალისტმა ნინო ანანიაშვილის პუანტები ნაგავში გადაყარა (ვიდეო)

“მთა­ვა­რი არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტმა” მა­ი­კო ლო­მი­ძემ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ვიდეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაცჩანს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი რამ­დე­ნი­მე წლის წინ, აუქ­ცი­ონ­ზე შე­ძე­ნილ ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის პუ­ან­ტებს ნა­გავ­ში ყრის.

“რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო აუქ­ცი­ო­ნი მო­ა­წყვეს. ნინო ანა­ნი­აშ­ვილს ვთხო­ვეთ, რა­ი­მე ნივ­თი შე­მო­ე­წი­რა. მარ­თლაც გად­მოგ­ვცა თა­ვი­სი პუ­ან­ტე­ბი, რო­მელ­შიც 1998წ უცეკ­ვია.

ერთი ბიჭი გა­მომ­ყვა კაი ხანს ვაჭ­რო­ბა­ში, მაგ­რამ არ და­ვუთ­მე და ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ლოტი მე დამ­რჩა. მას შემ­დეგ კა­რა­და­ში ვი­ნა­ხავ­დი, მათ გა­მო­სა­ფე­ნად შე­სა­ბა­მი­სი თარო, ნიშა, დისპლეი აქამ­დე ვერ მო­ვი­ფიქ­რე. ახლა მივ­ხვდი, სა­დაა მათი ად­გი­ლიო, რო­გორ და­მე­ნა­ნა!
პუ­ან­ტე­ბიც, ცხა­დია, მაგ­რამ უფრო მე­ტად ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რის ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო და­სას­რუ­ლი. რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია!ყვე­ლა კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტი – ნონ გრა­ტა!ხოლო ზო­გი­ერ­თი – PRIMA NON GRATAE!” – წერს ლო­მი­ძე ვი­დე­ოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

ვი­დე­ოს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

ნიკა გვა­რა­მია: გი­ნა­ხავთ ასე­თი კინო? ასე­თი გულ­ნატ­კე­ნი და თან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი (რაც სტრი­ქო­ნებსშო­რი­საც და კად­რებს შო­რი­საც იკი­თხე­ბა), მე ჯერ არ მი­ნა­ხი­ხარ

თა­მარ ბა­ღაშ­ვი­ლი: ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­ნა­ჩე­ნი ადა­მი­ან­მა ალ­ბათ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­უ­ტა­ნოს. რა სამ­წუ­ხა­რო სა­ნა­ხა­ვია, ნა­გავ­ში გა­დაგ­დე­ბუ­ლი ბრი­ლი­ან­ტი

ნა­თია გოგ­სა­ძე: უმ­ძი­მე­სი გა­ნა­ჩე­ნია მის­თვის, ეს რა­ტომ გა­ა­კე­თა

მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე: რა ძნე­ლი ყო­ფი­ლა ამ პოს­ტის ” და­ლა­ი­ქე­ბა”, რა სამ­წუ­ხა­როა, და­ჯე­რე­ბაც მი­ჭირს.მერე ალ­ბათ იტყვი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ გა­მი­გე­სო,ჩემ­მა ხალ­ხმა ზურ­გი მაქ­ცი­აო. არა­და სულ პი­რი­ქით

და­ვით ერა­ძე: სი­უ­ჟე­ტი­ვით პოს­ტია მა­ი­კო… ალა­ლი და გულ­და­წყვე­ტი­ლი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close