Sliderპოლიტიკა

“მზე რომ ანათებს ამ ქვეყანაში ისიც ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა” – ტრისტან წითელაშვილიც ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს

ვალერი კვარაცხელიას შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიერაზე წარდგენას ითხოვს ტრისტან წითელაშვილიც  და მზადაა ხელი მოაწეროს ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ამ პრემიის გადაცემას ითხოვენ პრემიერისთვის რუსეთთან დაწყებული პირდაპირი ავია მიმოსვლა  და ვაჭრობის აღდგენაა.

ჩემი აზრით და საქართველოს მოსახლეობის 90%-ის აზრით, მართლაც უნდა მივანიჭოთ ირაკლი ღარიბაშვილს ნობელის პრემია, რადგან დღეს საქართველო დაერევა დანის პირზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ როგორმე ააცილოს, ის პროვოკაციები, რომელი პროვოკაციებიც მომდინარეობს აშშ-დან საქართველოს წინააღმდეგ და აქ ჩანერგილი აგენტურის წინააღმდეგ, რომელი აგენტურაც დღეს გააქტიურებული არის ქალბატონი კელი დეგნანის მიერ. პრემიერი მადლობისთვის არაფერს არ აკეთებს, ის აკეთებს საქართველოსთვის ყველაფერს, საქართველოს მოსახლეობისთვის და ამიტომ, მადლობელი იქნება თუ არ იქნება, მაგას ჩემთვის არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გადავდგათ ის ნაბიჯი, რა ნაბიჯიც დაიმსახურა საქართველოს პრემიერმა მშვიდობასთან დაკავშირებით” – ამბობს რუსული პოლიტიკის მხარდამჭერი, ტრისტან წითელაშვილი.

“მზე რომ ანათებს ამ ქვეყანაში ისიც ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა ” – უთხრა პირველებს დღეს იდეის ავტორმა

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close