პოლიტიკა

“მე ხომ არ ვამბობ, რომ სააკაშვილი უნდა დავნიშნო ღმერთად” – დუმბაძე

მურმან დუმბაძემ შეაფასა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ საკუთარ თავს არ ხედავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში.

როგორც დუმბაძე ამბობს, ეს გზავნილი სააკაშვილის მხრიდან არასწორია, რადგან მას აქვს უფლება, იყოს პოლიტიკურ კონკურენციაში.

„არასწორი მესიჯია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, არასწორი მესიჯია. სააკაშვილს აქვს სრული უფლება, იყოს პოლიტიკურ კონკურენციაში, დამთავრდა. მე ხომ არ ვამბობ, რომ სააკაშვილი უნდა დავნიშნო ღმერთად. ჩვენ ოფიციალურად ქაღალდზეც მეტნი ვართ. მისი თვითმმართველობის ბოლოდროინდელი არჩევნების შედეგები არის 47-48 პროცენტი. პროპორციული განაწილება – 52 პროცენტი ოპოზიცია არის. ანუ დღეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ კი არ უნდა იყოს, ხელისუფლებაში უნდა იყოს ოპოზიცია. ყველა გამოდით ქუჩაში, გზაჯვარედინი არ დავტოვოთ, არ დავტოვოთ სამწვერა გზა, არ დავტოვოთ არც ერთი ქუჩა, არც ერთი რეგიონი, არც ერთი ქალაქი. ერთ წერტილში მოვიყაროთ თავი და საქართველოს ხელისუფლებას ვუთხრათ უარი“, – აღნიშნა დუმბაძემ.

შეგახსენებთ, სააკაშვილის განცხადებიდან ამონარიდს: “შეგახსენებთ, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში. ჩემი მძევლად აყვანით და ხალხთან ურთიერთობის აკრძალვით, ივანიშვილი, ვფიქრობ, არამხოლოდ ჩემზე იძიებს შურს, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნას ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close