საზოგადოება

„ მე სხვანაირი მახსოვს ჩემი ქუთაისი, როგორ გადავგვარდით?! რა გვჭირს?!“ – სოფო კილაძე 23 წლის გოგოს მკვლელობას ეხმიანება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ქუთაისში 23 წლის გოგოს მკვლელობას, სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება.

„ეს ულამაზესი გოგო მეზობლის მიერ მიყენებული 17 ჭრილობისგან გარდაიცვალა. ერთი საათის მანძილზე ითხოვდა შველას. არცერთი მეზობელი არ დაეხმარა.
მე სხვანაირი მახსოვს ჩემი ქუთაისი. ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ და პატივს სცემდნენ. როგორ გადავგვარდით?! რა გვჭირს?!
მერე გვიკვირს, ბავშვები ერთმანეთს ასე რატომ იმეტებენო. რა მაგალითს ვაძლევთ, ამაზე ვინმე ფიქრობს“, – წერს სოფო კილაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close