პოლიტიკა

მე, როგორც მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი, გაძლევთ გარანტიას – მიხეილ სააკაშვილი მევენახეებს მიმართავს (ვიდეო)

აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო, შენა, – ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ვაზს, რომელიც მისივე თქმით, საფერავის ჯიშისაა და კიევის გარეუბანში თავად ჩაყარა.

„ძალიან მენატრება ჩემი ვენახი ყვარელში. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩემს თავზე კი არ მინდა საუბარი, მინდა საუბარი ჩვენს მევენახეებზე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მათ მისცემენ კომპენსაციის სახით 30 თეთრის ოდენობით. ეს თანხა დოლარებში რომ გადავიყვანოთ, არის რამდენჯერმე ნაკლები იმ თანხისა რასაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ვაძლევდი ხალხს და ისიც არ იყო საკმარისი! ხაზინა ცარიელია და მე მგონი, ეს თანხა – 30 თეთრი დაცინვაა უბრალოდ ჩვენი მევენახეების!

ამიტომ, მე მინდა, გითხრათ და მე მინდა, მოგმართოთ, როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგმა ხელმძღვანელმა ჩემს კახელ, ძვირფას ძმებს ყველა სხვა რეგიონებში საქართველოში, სადაც ეს პრობლემა დგას, შეინახეთ ეს სერტიფიკატები, რომელსაც მოგცემენ და გარანტიას გაძლევთ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც ნამდვილად მოხდება, ოქტომბრის ბოლოს დამატებით მოგეცემათ კიდევ 80 თეთრი და 80 თეთრის ნაცვლად ყველანი აიღებთ 1.60 თეთრს. აი, ეს არის ჩემი კონკრეტული შემოთავაზება და მინდა, გითხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა გაკეთდება, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ამ სფეროს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა; იმიტომ, რომ ეს არის საქართველოსთვის სტრატეგიული. ძალიან დიდი ბაზარია ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში უბრალოდ თვალების გახელაა საჭირო და ახლა საჭიროა გადარჩენა ბოლომდე თითოეული მევენახის“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეოში, რომელსაც ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

 

Georgia

ძალიან მენატრება ჩემი ვენახი ყვარელში. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემს თავზე კი არ მინდა საუბარი, მინდა საუბარი ჩვენს მევენახეებზე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მათ მისცემენ კომპენსაციის სახით 30თეთრის ოდენობით. ეს თანხა დოლარებში რომ გადავიყვანოთ არის რამდენჯერმე ნაკლები იმ თანხისა რასაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ვაძლევდი ხალხს და ისიც არ იყო საკმარისი! ხაზინა ცარიელია და მე მგონი ეს თანხა 30 თეთრი დაცინვაა უბრალოდ ჩვენი მევენახეების! ამიტომ მე მინდა გითხრათ და მე მინდა მოგმართოთ როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგმა ხელმძღვანელმა ჩემს კახელ ძვირფას ძმებს ყველა სხვა რეგიონებში საქართველოში, სადაც ეს პრობლემა დგას შეინახეთ ეს სერტიფიკატები, რომელსაც მოგცემენ და გარანტიას გაძლევთ რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც ნამდვილად მოხდება, ოქტომბრის ბოლოს დამატებით მოგეცემათ კიდევ 80თეთრი და 80 თეთრის ნაცვლად ყველანი აიღებთ 1.60 თეთრს. აი, ეს არის ჩემი კონკრეტული შემოთავაზება და მინდა გითხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა გაკეთდება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ რომ ამ სფეროს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა იმიტომ, რომ ეს არის საქართველოსთვის სტრატეგიული. ძალიან დიდი ბაზარია ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში უბრალოდ თვალების გახელაა საჭირო და ახლა საჭიროა გადარჩენა ბოლომდე თითოეული მევენახის.

Posted by Mikheil Saakashvili on სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2020

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close