პოლიტიკა

მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმით, რაც მოვისმინე დღეს პარლამენტში – ზურაბიშვილი

ჯერ ერთი, რაც დავინახეთ პარლამენტში, არის სრულიად საპირისპირო იმის, რაც აჩვენა საზოგადოებამ. ხალხმა აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა აჩვენა საპირისპირო - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა, მოკლედ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ.

მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმით, რაც მოვისმინე დღეს პარლამენტში. ჯერ ერთი, რაც დავინახეთ პარლამენტში, არის სრულიად საპირისპირო იმის, რაც აჩვენა საზოგადოებამ. ხალხმა აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა აჩვენა საპირისპირო – დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა, მოკლედ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ სურს მათთან ყოფნა.

„ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელში ნეგატიურ სურათსა და გზავნილს. რომ ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ჩვენ ყველაზე კარგები ვართ, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ. ერთადერთი იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა. ანუ, აბსურდი იყო და თან ძალიან შეურაცხმყოფელი იყო თავის შინაარსით. შენ როცა ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სულ მცირე მოგეთხოვება ორი რამ – ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც მოეთხოვება ნებისმიერ ხელისუფლებას და მეორე, რომ შენ გაიგო შენგან რას ელოდებიან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო ნება, კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას ჩვენ გავაანალიზებთ და მზად ვართ, ყველამ ერთად არაპოლარიზებულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს, პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ვინც მოუსმინა, მგონი გაოგნებულია დღევანდელი დღით. მეც ვარ გაოგნებული. მინდა აქედან გავაგზავნო ბრიუსელში გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლოების ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე ამ ყველაფერზე პასუხი აღარ მაქვს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close