საზოგადოება

„მე არ მყავს რუსის მოსაკლავი მეგრელი, ეს გაბუნია იქნება თუ ვინმე – სხვა.. თუ რამე არ მომწონს, მე მოვთხოვ ქართველი – ქართველს“

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში შესმდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„გაბუნიას მიერ მაშინდელ უაზრო განცხადების გამო, მგონი ერთ – ერთი პირველი ვიყავი ვინც გავაპროტესტე მისი განცხადება და ეს პროტესტი არ მოდიოდა იმიტომ, რომ პუტინის დედაზე დამწყდა გული, უბრალოდ 2008 წლის მიშას უაზრო აფეთქებები, მიშას შესვლა სამაჩაბლოში, იქ დატოვებული ჩვენი მეომრები გამახსენდა და მე, სწორედაც რომ პროვოკაციის ნიშნები გავაპროტესტე.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ალბათ პირველი ვიყავი რომელმაც ასეთი პოზიცია დაიკავა: მე, არ მყავს რუსის მოსაკლავი მეგრელი, ეს გაბუნია იქნება თუ ვინმე – სხვა. ეგღა მაკლია რუსს ან ჩეჩენს ქართველი დავაჩაგრინო ( არ მაინტერესებს იმ ქართველის პოზიცია, თუ რამე არ მომწონს მე მოვთხოვ ქართველი – ქართველს)!!!

ეს არის ჩემი პირადი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და არ მაინტერესებს სხვა – რამ!!!

მშვიდობა გვჭირდება ჩვენ, ჰუმანურობა და ზრუნვა და ეს სამივე დღეს გვაქვს და ამის დანახვა ვისაც არ შეუძლია, ის მიმაჩნია ჩემი ქვეყნის მტრად!!!“ – წერს ლატარია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close