საზოგადოება

“მეფე ლირივით” მიტოვებულია და დღეს თავადაც უნდა მიხვდეს ამას, იმის მიუხედავად, გარედან ვინ რას დაჰპირდება – მირცხულავა სააკაშვილის შესახებ

გოჩა მირცხულავა:

რაც ახლა ევალება (!) მიხეილ სააკაშვილს, როგორც ადამიანს და როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე, გამოვიდეს თვითდაზიანების რეჟიმიდან. არა მხოლოდ მან (მან განსაკუთრებით), არამედ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, ეს სახელმწიფო არ იწყება და არ მთავრდება “მე”-თი არავისთვის, რა ამაგიც უნდა ჰქონდეს საქართველოზე. ექიმები და მედპერსონალი, ვერსად ვერ შეძლებენ ავადმყოფის გამოჯანმრთელებას თუ პირველ რიგში თავად პაციენტის სურვილი არ არის. სააკაშვილის გამოჯანმრთელება კი მისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, თუნდაც პოლიტიკური პროცესების გააზრებიდან გამომდინარე. თვეების წინ დავწერე, რომ იგი “მეფე ლირივით” მიტოვებულია მეთქი. და დღეს თავადაც უნდა მიხვდეს ამას, იმის მიუხედავად, გარედან ვინ რას დაჰპირდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close