საზოგადოება

მეუფემ და იღუმენიამ ბანკიდან ვალები აიღეს, რომ ბავშვისთვის ფეხზე ოპერაცია გაეკეთებინათ – თეა დარჩია ბავშვთა სახლებთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმიანება

ის სიკეთე, რაც იქ ხდება, ის ბედნიერება, რაც იქ ხდება, ამის მონაწილე ვარ მეც და ჩემი ოჯახიც. ამიტომ თუ ვინმეს სიმართლის გაგება უნდა, კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს – ნინოწმინდისა და ბათუმის ბავშვთა სახლების ირგვლივ არსებულ სკანდალს მოცეკვავე და ქორეოგრაფი თეა დარჩია ეხმაურება. მისი თქმით, 13 წელია ფერიის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელებს ცეკვას ასწავლის და საკუთარი თვალით აქვს ნანახი იქ არსებული ვითარება.

13 წელია, იქ ვცხოვრობ – 3 თვე ზაფხულობით და ერთი თვე ზამთარში, სრულიად უსასყიდლოდ ვმუშაობ ამ არაჩვეულებრივ ბავშვებთან
იღუმენია სიდონია ბავშვების მშობლებს საჩუქრისა და გზის ფულსაც კი უგზავნის ხოლმე და ზოგჯერ, ეხვეწება, რომ ბავშვებს ჩააკითხონ – მე ამ ყველაფრის მომსწრე ვარ
ძალიან ხშირად, ბავშვები ზღვაზეც არ გამომყოლიან, ისე უყვართ პანსიონში ყოფნა
იღუმენია სიდონია დარჩიამ და მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა უზარმაზარი თანხა დახარჯეს, ბანკიდან ვალები აიღეს, რომ ბავშვისთვის ფეხზე ოპერაცია გაეკეთებინათ – დღეს ის გოგო ჩემთან ერთად ცეკვავს
როცა ბავშვებს გამოცდები აქვთ, დედა სიდონია, დილიდან დაღამებამდე, წყალსაც არ სვამს და საჭმელსაც არ ჭამს – ზის და თითოეული ბავშვის გამოცდებს იბარებს

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close