საზოგადოება

მეტრო მუშაობას აჩერებს – საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის 8 დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება.

აღნიშნული აკრძალვა ეხება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს, ზუგდიდს, ფოთს, გორსა და თელავს.

28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისის მეტრო არ იმუშავებს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდვითარების სტაბილიზაციის მიზნით მთავრობა შემდეგ ზომებს მიმართავს:

28 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის თბილისის მეტრო არ იმუშავებს.

ამასთანავე, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში დაიწყება შეზღუდვების შემსუბუქება და მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვით.

3 იანვარი-15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში.

16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close