Slider

„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ – კახა კალაძემ ახალი საარჩევნო სლოგანი წარადგინა (ვიდეო)

შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი საარჩევნო სლოგანი და დაპირება იქნება – „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებაზე მომუშავე ადამიანები მზად არიან მასთან ერთად კვლავ 24-საათიან რეჟიმში იმსახურონ უკეთესი ცხოვრების პირობების შესაქმნელად.

„ყველა ის ადამიანი, ვინც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობს, პირადად მე, მზად ვართ, რომ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე, მწვანე სივრცე შევიტანოთ ყველა უბანში; მეტი სპორტული მოედანი გავაჩინოთ ყველა უბანში; მეტი განახლებული, მოწესრიგებული ავტობუსები და მიკროავტობუსები მოძრაობდეს დედაქალაქში. იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველ მეტ ადამიანს დავეხმაროთ და გვერდით დავუდგეთ“, – განაცხადა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close