Sliderსაზოგადოება

“მეორეს მერე გამოგიგზავნი” – ვის გაუგზავნა თბილისის მერმა ჩემპიონთა ლიგის თასი?

“შრომის და ნიჭის შედეგი” – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე,  ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურის  გამარჯვებას.

სოციალურ ქსელში  “FACEBOOK” გამოქვეყნებულ სტატუსს 7 ათასამდე გამოხმაურება და 500-ზე მეტი გაზიარება აქვს.

ერთ-ერთი კომენტარის ავტორი კალაძეს წერს: “შენ არა ოღონდ”. ამ კომენტარის საპასუხოდ კალაძემ კომენტარში  ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების ფოტო ატვირთა, მინაწერით – “მეორეს მერე გამოგიგზავნი”. ამ კომენტარს 3.400-ზე მეტი გამოხმაურება აქვს.

კახა კალაძე თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 2001 წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. ის იტალიურ გრანდში 2001-2010 წლებში თამაშობდა და გუნდის ფორმით ჩატარებულ 194 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. „მილანში“ ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993–1997) და კიევის „დინამოში“ (1998–2001) თამაშობდა.

კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.

კალაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა. ის „როსონერიში“ 10 წლის განმავლობაში თამაშობდა და „შავ-წითლების” მაისურით ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ სერია A, ერთხელ იტალიის თასი, ერთხელ სუპერთასი, ერთხელ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

2002-2003 წლების სეზონში „მილანის“ შემადგენლობაში მოიგო იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. კახა კალაძე პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული 2003-2004 წლების სეზონშიც გახდა, როდესაც „მილანმა“ ფინალში „ლივერპულთან“ 3:3 დასრულებული შეხვედრის შემდეგ ინგლისური გუნდი პენალტების სერიით დაამარცხა.

იტალიური გუნდის ფორმით კახამ 2007 წლის დეკემბერში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო – „მილანმა“ არგენტინული „ბოკა ხუნიორსი“ 4:2 დაამარცხა.

კიევის დინამოსთან ერთად კახა კალაძე სამ-სამჯერ გახდა ჩემპიონატისა და ქვეყნის თასის გამარჯვებული, ხოლო თბილისის დინამოში ასპარეზობისას, კახამ ხუთჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ოთხჯერ, თასი. კახა კალაძე ოთხჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო მოთამაშედ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close