პოლიტიკა

მელია არის კაცის კაცი – კობახიძე “კაცობის დეფიციტზე”

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას სტატუსს გამოეხმაურა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მმართველი პარტიის ლიდერს „უსამშობლო“ უწოდა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ტერმინს „უსამშობლო“ თვეების განმავლობაში ვიყენებდით ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. ესეც აჩვენებს კაცობის დეფიციტს, როდესაც შენს ტერმინს ვერ მოიფიქრებ და გინდა სხვისი ტერმინი შეატრიალო ეს არის კაცობის დეფიციტის გამოვლინება. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ფორმალურ თავმჯდომარეს, რომელიც არის კაცის კაცი, ასეთი ადამიანი ვერ იქნება ვერც ღირსების მატარებელი, ვერც სამშობლოს მოყვარული. პარტიის რეალური ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ის ასე ძლიერ ვერ იტანს“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close