Sliderპოლიტიკა

მდინარაძე ელისაშვილს: რა იცი ბიჭო, ოთარ ფარცხალაძე აგენტი რომაა…

შენ მეუბნები, რომ არ არის ოთარ ფარცხალაძე აგენტი, მე გეუბნები, რომ აგენტია. მიმიშვი კონტრდაზვერვაში და დაგიდებ მტკიცებულებას! „კაი“ კაცია? არაა აგენტი? ნუ მიყვირი მამუკა! „ნაციონალებში“ ნუ შეგეშლები, რა! - ელისაშვილი მდინარაძეს

დაპირისპირება პარლამენტში – რა იცი ბიჭო, [ოთარ ფარცხალაძე] აგენტი რომაა, დადე მტკიცებულება, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს.

„რა იცი ბიჭო აგენტი რომაა, რა იცი? დადე მტკიცებულება! იმათმა დადონ მტკიცებულება, ვინც დაასანქცირა. მომცენ მტკიცებულებები და გამოვიძიებო ეუბნებიან. მტკიცებულებები მომეციო ეხვეწებიან და არ აძლევენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„შენ მეუბნები, რომ არ არის ოთარ ფარცხალაძე აგენტი, მე გეუბნები, რომ აგენტია. მიმიშვი კონტრდაზვერვაში და დაგიდებ მტკიცებულებას! „კაი“ კაცია? არაა აგენტი? ნუ მიყვირი მამუკა! „ნაციონალებში“ ნუ შეგეშლები, რა! მე არც „ნაციონალები“ მადარდებს, არც მიშა, არც გრიშა და არც რევოლუციის გეგმა, მე ჩემი საქართველო მადარდებს. მოდი, მოვიწვიოთ სუს-ის უფროსი“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close