Sliderსაზოგადოება

მაღალი თანამდებობები ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის ნათესავებს და სამ ლარად გადაფორმებული სახელმწიფო ქონებები

"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიები ნუნუ თამაზაშვილის თანაკლასელის ოჯახმა, ერთ ორ და სამ ლარად გადაიფორმა. 

მაღალი თანამდებობები ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის ნათესავებს –  თამარ თამაზაშვილი, ნუნუკა თამაზაშვილის მამიდა, დედოფლისწყაროს მერიის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობას ბოლო 10 წელია იკავებს. პოსტი ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლისთანავე დაიკავა და დღემდე ის ვერავინ შეცვალა.

ნუგზარ პაპიაშვილი,  ნუნუკა თამაზაშვილის ბიძა (დედის ძმა) კი უკვე რა წელია  დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარეა. ნიკოლოზ ჯანიაშვილი,  ნუნუკა თამაზაშვილის კლასელი და მეგობარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას იკავებს. სამივე მათგანს საქართველოს პირველი ლედი აერთიანებთ.

როგორც “შაბათის ეთერს” უყვებიან, პრემიერ – მინისტრის ცოლის უახლოესი ნათესავები დედოფლისწყაროში, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვაზე არანაკლები გავლენით სარგებლობენ.
“შაბათს ეთერის” ინფორმაციით, დის და ცოლის ძმის მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა პრემიერ სიძეს, თამაზ თამზაშვილმა სთხოვა.

მაკა ჩიხლაძე ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიყვებათ, როგორ იღებენ პოსტებს საქართველოს პირველი ლედის ნუნუკა თამაზაშვილის ოჯახის წევრები და თანაკლასელები და რა საქმით ეუფლება პრემიერის და პირველი ლედის გარემოცვა ხალხის კუთვნილ ქონებას.

თანამდებობებზე დანიშვნა, პირდაპირ აისახება, პირველი ლედის, ნუნუ თამზაშვილის და მისი კლასელების სიმდიდრეზე, მაგალითად პრემიერის ცოლის მამიდას  ვიდრე პოსტს დაიკავებდა, 52 კვადრატული ბინა ჰქონდა, ახლა კი პრემიერის მეზობლად კერძო სახლში გადაინაცვლა.

“ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიები ნუნუ თამაზაშვილის თანაკლასელის ოჯახმა, ერთ, ორ და სამ ლარად გადაიფორმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close