პოლიტიკა

მალევე დაიშლებიან – რაქვიაშვილი ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძის გაერთიანებაზე

„ყველას ესმის: ზურასაც, ელენესაც და გიორგისაც, რომ ეს გაერთიანება – ჩვენ ზეგს ვეძახით, სრულიად უშინაარსოა. ცხადია, 24 თებერვალი იმიტომ აარჩიეს, რომ დარწმუნებული ვარ, არანაირი მიტინგი რომ არ ყოფილიყო დაგეგმილი, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აქტიურობას გამოიჩენდა, – ამის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მან ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძის კოალიციის მიერ დაგეგმილ 24 თებერვლის აქციაზე ისაუბრა, თუ რა პერსპექტივა აქვს აღნიშნულ კოალიციასა და აქციას.

რაქვიაშვილმა კოალიციას უცნაური გაერთიანება უწოდა.

„ყველას ესმის: ზურასაც, ელენესაც და გიორგისაც, რომ ეს გაერთიანება – ჩვენ ზეგს ვეძახით, სრულიად უშინაარსოა. ცხადია, 24 თებერვალი იმიტომ აარჩიეს, რომ დარწმუნებული ვარ, არანაირი მიტინგი რომ არ ყოფილიყო დაგეგმილი, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აქტიურობას გამოიჩენდა და მართლაც სერიოზული თარიღია – ამ დღეს ომი დაიწყო. ბუნებრივია, ბევრს მოუნდება, უკრაინის მიმართ თანადგომა გამოხატოს. ასე, რომ ის, რომ ამ თარიღს მიაბეს აქცია, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ არანაირი იდეა და პოზიცია არ გააჩნიათ. ჩვენ, პოლიტიკაში ხშირად გვქონია ასეთი უშინაარსო გაერთიანებები და როგორც იწყებოდა, ისე მთავრდებოდა. ამას არაფერი მოჰქონდა და მეც ასე მგონია. იმის მოლოდინიც მაქვს, რომ მალევე დაიშლებიან. ერთ-ორჯერ ხმამაღალ განცხადებას გააკეთებენ, რომ ტელევიზორში მოხვდნენ და შემდეგ სხვა რაღაცის მოფიქრება მოუწევთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close