პოლიტიკა

მაიკ პომპეო – მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში

აშშ-ის და საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობები, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ვალდებულებას, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

„მოხარული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-ისა და საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობები, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ვალდებულებას.

მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში”, – წერს მაიკ პომპეო.

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. ასევე, პომპეო შეხვედრას გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

Изображение
Изображение
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close