Sliderპოლიტიკა

მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ასევე, ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს − ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს! “– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც თანამდებობის დატოვების შესახებ აცნობა საზოგადოებას.

“თანადგომისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მექნება შესაძლებლობა მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობასა და გაერთიანებას  ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close