პოლიტიკა

ლობისტური ორგანიზაციების, ექსპერტების თუ ადვოკატების დაქირავება საჭიროა, რათა ამბავი, რასაც საქართველოს ხელისუფლება უქადის ამ ქვეყანას და ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, დეტალურად გახდეს ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის – კირკიტაძე დაქირავებული ლობისტური კომპანიის შესახებ

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ საჭიროა გაათმაგებული მუშაობა, რათა ამბავი, რაც სააკაშვილის თავს ხდება, ყველას ყურამდე იქნას მიტანილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

კირკიტაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.

დავით კირკიტაძის განცხადებით, საჭიროა არა მხოლოდ ლობისტური კომპანიები, არამედ დამატებით ადვოკატები და დამატებითი მუშაობა.

„ჩვენი მთავარი მიზანია, ადამიანს, რომელსაც აქვს სიცოცხლის უფლება შეზღუდული, ჰქონდეს ამის უფლება. რა თქმა უნდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სჭირდება გაათმაგებული მუშაობა, რომ ამბავი, რაც სააკაშვილის თავს ხდება, მიტანილი იქნას ყველას ყურამდე, რომ არ დაგვემართოს ისე, როგორც თავის დროზე საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დამართა საქართველოს პრეზიდენტს და მათ მოახერხეს, რომ ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეებისთვის საერთაშორისო სარბიელზე მაქსიმალურად ჩაეკეტათ ყველაფერი. ამიტომ საჭიროა არა მხოლოდ ლობისტური კომპანიები, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, საჭიროა დამატებით ადვოკატები, დამატებითი მუშაობა, რომ ყველასთვის გახდეს ცნობილი ის, რასაც ხელისუფლება სჩადის.

კარგად იცით, რომ ვერავითარი ლობისტური კომპანია ვერ მოახერხებს ადამიანების, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური მოღვაწეების შეცდომაში შეყვანას, რადგან ამ ადამიანებს აქვთ საკმარისი ინფორმაცია. ლობისტური ორგანიზაციების, ექსპერტების თუ ადვოკატების დაქირავება საჭიროა, რათა ამბავი, რასაც საქართველოს ხელისუფლება უქადის ამ ქვეყანას და ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, დეტალურად გახდეს ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close