საზოგადოება

„ლევანი მწვადს მიირთმევდა, გადასცდა და დაიხრჩო“ –22 წლის ბიჭი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სათემო ორგანიზაცია „ქედელში” 22 წლის ახალგაზრდა უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა – ლევან ლიპარტელიანი მწვადით დაიხრჩო.

ის ოჯახური ტიპის დაწესებულების ბენეფიციარი იყო. როგორც “პრაიმტაიმთან” საუბრისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, ლევან ლიპარტელიანი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა და ნამდვილად ხორცის ნაჭრის გადაცდენით დაიხრჩო.

„ლევანი მწვადს მიირთმევდა, გადასცდა და დაიხრჩო. მას ფიზიკური ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია, აღენიშნებოდა გონებრივი ჩამორჩენა” – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

იხილეთ სრულად: პრაიმტიამი

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close