საზოგადოება

კუსტურიცა ოკუპირებულ აფხაზეთში ფილმს გადაიღებს, სადაც მონიკა ბელუჩი ითამაშებს

ცნობილი რეჟისორი ემირ კუსტურიცა თავის ახალ ფილმს ოკუპირებულ აფხაზეთში გადაიღებს, ფილმში ერთ-ერთ როლს ასევე ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი მონიკა ბელუჩი, მთავარ როლს კი, სლავკო შტიმაცი შეასრულებს.

კუსტურიცას თქმით, მონიკა ბელუჩისთან მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდება.

როგორც კუსტურიცამ Sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა, ფილმის გადაღებას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გეგმავს.

თავად რეჟისორის თქმითვე, ფილმის გადამღები ჯგუფი ინტერნაციონალური იქნება, გუნდში იქნებიან აფხაზი მსახიობებიც.

“სამწუხაროდ, ჩვენ კორონავირუსის გამო შეზღუდვების პრობლემა გვაქვს. გადამღები ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაფრინავს. უკიდურესად რთულია ყველა ლოჯისტიკის უზრუნველყოფა, ყველა მომენტის მოგვარება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებას შეეძლება დაგვეხმაროს,” – აღნიშნავს კუსტურიცა იმავე ინტერვიუში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ Sputnik- ს განუცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ემირ კუსტურიცას ინიციატივას და მზად არიან დაეხმარონ ფილმის გადაღების ორგანიზებაში, ასევე თხოვნები გაუგზავნონ რუსეთის საგარეო უწყებას, რომ გადამღებმა ჯგუფმა თავისუფლად შეძლოს რუსეთში შესვლა და საზღვრის გადაკვეთა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close