საზოგადოება

„კრიმინალ სააკაშვილს იცავენ გუნდის წევრები და თქვენ, გუშინდელ პრემიერს უკვე რეებს აღარ უგონებთ“

„რეებს წერთ გახარიაზე“, არ გრცხვენიათ?- ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„რეებს წერთ გახარიაზე, არ გრცხვენიათ? მარტო 20 ივნისისთვის მადლობა მას, ეგ რომ არ ყოფილიყო სახელმწიფო გადატრიალება ბოლომდე იქნებოდა მიყვანილი!!!
ყველაფერი არ უნდა იკადროთ, არ შეიძლება!!! დეტალებში არ შევდივარ, რადგან მისი ახლანდელი გადადგომა იყო ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელიც, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა და მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც გუშინდელ დღემდე გააკეთა…
წარმატებები ირაკლი ღარიბაშვილს და ჩემს ქვეყანას!!!
პს: გახარიას დროს ერთი ნაცი არ არის პარლამენტში – ეს, ფაქტია, სხვა დანარჩენი კი ,,ბლა,ბლა,ბლა”.
კრიმინალ, გაქცეულ, სამშობლოს გამყიდველ სააკაშვილს იცავენ თავიანთი გუნდის წევრები და თქვენ, გუშინდელ პრემიერს უკვე რეებს აღარ უგონებთ“ – წერს ირაკლი ლატარია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close