საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის ექვსი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 22-ით გაიზარდა, – განაცხადა  ჟურნალისტებთან  ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, დანარჩენი კი შემოტანილი შემთხვევაა.

„რვა პაციენტიდან, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, დანარჩენი შვიდი ყველა შემოტანილი შემთხვევაა. ექვსი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი არის ჩვეულებრივი მოქალაქე“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close