Sliderსაზოგადოება

კოლექტიურო დეკანოიძეებო, აჯობებს არახამიაზე იდარდოთ, რომელსაც უკრაინელი მოსახლეობისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ძარცვა-ვაჭრობაში ედება ბრალი – მაია ელოშვილი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო იძიებენ ზაპოროჟიეს ოლქის მაღალჩინოსნების მიერ ჰუმანიტარული დახმარების შესაძლო უკანონო მითვისებას. ჩხრეკა ჩატარდა ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოში, საოლქო ადმინისტრაციაში, საწყობებში და ეჭვმიტანილების სახლებში. ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს, ნარკოტიკული ნივთიერების მსგავსი ნივთიერება და გადაგზავნეს ექსპერტიზაზე, ასევე დაურეგისტრირებელი ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული. ამ ინფორმაციის შემდეგ ევგენი შევჩენკო ამბობს, რომ თანამდებობის პირები ჰუმანიტარულ დახმარებას იპარავდნენ და სავაჭრო ქსელ „სილპოსა“ და „ატებეში“ ყიდდნენ. მისივე მტკიცებით, ექვს თვეში მოპარულია 22 საზღვაო კონტეინერი, 389 სარკინიგზო ვაგონი და 220 სატვირთო ავტომობილი.

“ხატია დეკანოიძის განცხადებით უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს მიერ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლნი არიან შემდეგი პირები:
1. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი
2. ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი
3. ქე­თე­ვან ხა­რა­ი­ძე
4. გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე
5. უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი
6. ტატე მა­მა­ცაშ­ვი­ლი
7. ალექ­სეი პოლ­ტა­შენ­კო
8. ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი
9. და­ვით ხი­და­შე­ლი
10. სულ­ხან პა­პაშ­ვი­ლი
11. დი­მიტ­რი კორ­ძა­ე­ვი
12. დი­მიტ­რი ტრო­იც­კი
13. ლე­ვან ვა­სა­ძე
14. ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე.
ნაცკრიმინალებს იმედი აქვთ, რომ უკრაინის სანქციებს გაიზიარებენ საერთაშორისო პარტნიორებიც.
კოლექტიურო დეკანოიძეებო, აჯობებს არახამიაზე იდარდოთ, რომელსაც უკრაინელი მოსახლეობისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ძარცვა-ვაჭრობაში ედება ბრალი.
უკრაინული მედიის ცნობით, ანდრეი ერმაკსა და დავიდ არახამიას ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული ტვირთის ქურდობასთან კავშირში ადანაშაულებენ. დანაშაულებრივ სქემაში, ერმაკისა და არახამიას გარდა, ჩართულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო და არახამიას „მეგობარი და პარტნიორი“ ვემირ დავითიანი, რომელიც სავარაუდოდ, არის ჰუმანიტარული დახმარების ქურდობისა და გაყიდვის სქემის უშუალო
ორგანიზატორი.
ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის მოქალაქე – ევგენი შევჩენკო. მისი მტკიცებით, საქმეში მონაწილეობდნენ ზაპოროჟიეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. წინასასამართლო გამოძიების გამო, ის დეტალებს და ფაქტებს ვერ ასაჯაროებს, თუმცა ამბობს, რომ ჩხრეკა ჩაატარდა ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე ზლატა ნეკრასოვას სახლში, რომელმაც ეს თანამდებობა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ერმაკთან და მის მოადგილე ტიმოშენკოსთან შეთანხმებით მიიღო, ხოლო მის დანიშვნას ლობირებდა დავიდ არახამია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო იძიებენ ზაპოროჟიეს ოლქის მაღალჩინოსნების მიერ ჰუმანიტარული დახმარების შესაძლო უკანონო მითვისებას. ჩხრეკა ჩატარდა ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოში, საოლქო ადმინისტრაციაში, საწყობებში და ეჭვმიტანილების სახლებში. ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს, ნარკოტიკული ნივთიერების მსგავსი ნივთიერება და გადაგზავნეს ექსპერტიზაზე, ასევე დაურეგისტრირებელი ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული.
ამ ინფორმაციის შემდეგ ევგენი შევჩენკო ამბობს, რომ თანამდებობის პირები ჰუმანიტარულ დახმარებას იპარავდნენ და სავაჭრო ქსელ „სილპოსა“ და „ატებეში“ ყიდდნენ. მისივე მტკიცებით, ექვს თვეში მოპარულია 22 საზღვაო კონტეინერი, 389 სარკინიგზო ვაგონი და 220 სატვირთო ავტომობილი”, – წერს მაია ელოშვილი სოცქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close