პოლიტიკა

კობახიძის სიზმრების კომენტირება არის მძიმე – ლევან ხაბეიშვილი „გორბის“ კვლევაზე

კობახიძის სიზმრების კომენტირება არის მძიმე. ის, რა შედეგებზეც თქვენ საუბრობთ, არის კობახიძის, ივანიშვილის, ალბათ, პუტინისა და ლავროვის სიზმარი იმიტომ, რომ უნდათ „რუსული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩეს, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა „გორბის” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.

„ნებისმიერი კვლევა მარტივ ჭეშმარიტებას აჩვენებს, ოპოზიცია რუსულ პარტიაზე იმარჯვებს, თუ სწორი კონფიგურაცია დადგება. რას გულისხმობს ეს კონფიგურაცია- თუ ოპოზიციაში გადაადგილებები და ერთობები ლოგიკური იქნება, ის კი არა, რომ ოპოზიცია ერთმანეთს ძიძგნიდეს, არა. ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოიქცა, რომ გავაკეთეთ „გამარჯვების კოალიცია“. მათემატიკურად, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ რუსული პარტიის გაგონება ამ ქვეყანაში 60%-დან 75%-მდე ადამიანს არ უნდა. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციის გადაჯგუფება სწორად ისე, როგორც ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გავაკეთეთ. ამ შემთხვევაში „რუსული პარტია“ დამარცხდება, მხოლოდ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციამ ერთმანეთის თემებში განხილვებში შესვლა. ერთ პირში უნდა ვისაუბროთ მტრის წინააღმდეგ. ვისაც შეუძლია ერთმანეთთან დასხდომა და ლაპარაკი, ილაპარაკონ და გამსხვილდნენ. ამ შემთხვევაში, ადამიანებს გაუჩნდებათ იმედიც, და რწმენაც და ეს შედეგებზეც აისახება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა – სტრატეგია აღმაშენებელია“.

რაც შეეხება სხვა პარტიების მაჩვენებელს, კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:

„გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – 4%

„ლელო“ – 4%

„ევროპული საქართველო“ – 3%

„საქართველოსთვის“ – 3%

„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%

„ლეიბორისტული პარტია“ – 2%

„მოქალაქეები“ – 1%

„გირჩი“ – 1%

სხვა 5%.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close