პოლიტიკა

კობახიძე ბოდავს – სერგო ჩიხლაძე

კობახიძის განცხადებები არის ბოდვები და ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამაც" უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი სულელური გზავნილები უკვე მათ ამომრჩეველშიც კი აღარ მუშაობს და დაცინვის საგანია, ამიტომ სჯობს, „მესიჯბოქსი“ შეცვალონ

„კობახიძის განცხადებები არის ბოდვები და ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამაც” უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი სულელური გზავნილები უკვე მათ ამომრჩეველშიც კი აღარ მუშაობს და დაცინვის საგანია, ამიტომ სჯობს, „მესიჯბოქსი“ შეცვალონ. კობახიძისგან მოვისმინეთ მორიგი ცრუ ბრალდებები, მან ვერც ერთ ჯერზე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ეს უფრო პირიქით არის – ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, სხვა ოპოზიციური პარტიები დავდივართ და ვითხოვთ იმას, რასაც არ ითხოვს ხელისუფლება. ვითხოვთ მეტ დახმარებას, მეტ ინტეგრაციას, ყველგან ხაზს ვუსვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, უკან მივყავართ და არა წინ, არ ვითარდება დემოკრატიული პროცესები, ამ ყველაფრის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსის მიღება არის მნიშვნელოვანი, რომ არ დავრჩეთ ერთი ერთზე აგრესორ რუსეთთან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა”. მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე. კობახიძის თქმით, ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე ალოგიკური იქნებოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close