საზოგადოება

„კლინიკაში შეცდომები დაუშვეს, ვაქცინა უნდა გაკეთდეს, მაგრამ უსაფრთხოდ“ – გარდაცვლილი ექთნის ბიძა

კორონავირუსის საწინააღმდეგპო ვაქცინით აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ბიძა აცხადებს, ოჯახს პრეტენზია კლინიკასთან აქვს და ძირითადად, კლინიკის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობენ. ოჯახი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებას ენდობიან და გამოძიების შედეგებს ელოდებიან. პროცესში ოჯახის მოთხოვნით დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

“რასაც ვფიქრობთ, ეს დაზუსტდეს ყველაფერი, რომ კლინიკაში შეცდომები დაუშვეს ამასთან დაკავშირებით. მე არ ვამბობ, რომ ეს ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ უნდა გაკეთდეს უსაფრთხოდ. გამოძიება რაღაც-რაღაცებს დაადგენს. ჯერ არ გვაქვს უნდობლობის განცდა, მაგრამ თუ შევამჩნევთ, რომ უნდობლობა გამოიხატება, მაგასაც ვიტყვით.

პრეტენზია ძირითადად კლინიკასთან დაკავშირებით გვაქვს, მაგრამ პირადად რომელიმე პიროვნებასთან პრეტენზია ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. ვფიქრობთ, რომ იქ თვითონ პროცესი წარიმართა არასწორად,” – განაცხადა მეგი ბაქრაძის ბიძამ.

ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილ მედდას დღეს დაკრძალავენ. რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი და თუ იყო შესაძლებელი მედდის გადარჩენა – ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

რუსთავი 2

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close