საზოგადოება

კითხვები მაქვს – ჟურნალისტი ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართავს

ჟურნალისტი ნუკა არველაძე, საქართელოში ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართავს:

“ვაფიქსირებ ჩემ უდიდეს პატივისცემა საერთაშორისო მეგობრების, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, დემოკრატიის სახელით შენიღბული ტირანიის წინააღმდეგს, მაქვს კითხვები!

1. კრიმინალის და არაერთ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და დანაშაულების გამო ამერიკის შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული გიორგი რურუა მიგაჩნიათ პოლიტპატიმრად?

2. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის ბრალდებული პოლიტიკოსი მიგაჩნიათ პოლიტპატიმრად?

3. 1 200 000 მეტი ადამიანის არჩევანი მიგაჩნიათ არალეგიტუმურად?
4. ქართველი ხალხის არჩევანი არაფერს არ ნიშნავს?

ნამდვილად მინდა დავიჯერო, რომ თქვენ ქართველი ხალხი გაინტერესებთ და გაღელვებთ, ხალხი თუ არა, თუნდაც გაღელვებთ სტრატეგიულად მშვიდობა საქართველოში – რადგან ეს ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომლის როლი უდიდესია სტრატეგიულად!

თქვენს მიერ შედგენილი დოკუმენტი თუ სწორედ იმ სახითაა წარმოდგენილი, რაზეც დღეს საუბრობს ქვეყნის დესტრუქციული ძალიან მცირე ნაწილი – მერწმუნეთ, რომ ეს ქვეყანაში არეულობის და დაპირისპირების შეუქცევად პროცესებს შეუწყობს ხელს!

და ყველაზე ცუდი კი კრიმინალის და დანაშაულის წახალისების საერთაშორისო მაგალითი და პრეცედენტი იქნება!

და ბოლოს, აღნიშნული სახის დოკუმენტი ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის ქვეშ და თქვენ მზად ხართ უზრუნველყოთ ეს? – და ჩათვალეთ მარტო მე არ ვიქნები, ვისაც ეს საშიშროება ელოდება!”- წერს ნუკა არველაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close