საზოგადოება

კეთილი რჩევა მინდა მივცე მურუსიძის ცოლისმაგვარს, ქალბატონო ლელა, გაიხადეთ “შანელი”, საშინლად არ გიხდებათ – ლაშა გასვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა გასვიანი სოცქსელში წერს:

“სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტურ-საგამოძიებო გადაცემას ვუყურებ, რომელიც მოსამართლეთა გადამალულ აურაცხელ ქონებას ეხება.
იმისთანებს ვისმენ, გამოსაფხიზლებლად პერიოდულად თვალებს ვისრისავ…
მიწის ნაკვეთები, ბინები თბილისსა და ბათუმში, ფეშენებელური მანქანები, ბრენდული ტანსაცმელი (ყველა ტოპ ბრენდის),  ძვირადღირებული ოქროს სამკაულები (მაგ: ყელსაბამი 10 000₾, სამაჯური 5000₾ და ა.შ.)… და ერთი კეთილი რჩევა მინდა მივცე მურუსიძის ცოლისმაგვარს, ვინმე ლელა ჭანიას (ცოლი არ არის, ხელი არ გვაქვს მოწერილიო მურუსიძემ, მაგრამ ერთად ცხოვრობენ და ამიტომ ვთქვი “ცოლისმაგვარი” თორემ შეურაცხყოფა არც მიფიქრია):
ქალბატონო ლელა, გაიხადეთ “შანელი”, საშინლად არ გიხდებათ.
კირკოროვის დიზაინერებს მიაწექით!
ე, მანდ ხართ გემოვნებით (აქაც გულწრფელი ვარ, სრული სერიოზულობით ვამბობ. დასცინიო, არავინ იფიქროს).
ამასობაში, ქართველი ბავშვები შიმშილობენ და ყოველწლიურად კვდებიან, მხოლოდ შიმშილისგან!ეს ხალხი მიგვათრევს უკან წარსულში, რუსეთის ჭაობში!ეს გინდათ?!”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close