პოლიტიკა

კახა კალაძე: იმედია, პოლიტიკური პარტიები ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის მომავალსა და ევროპაში ინტეგრაციას დააყენებენ

კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზების დასრულებისთვის მოქმედი ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს.

„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ დათქმებსა და მოთხოვნებში ძალიან საყურადღებოა პირველი პუნქტი, სადაც წერია პოლარიზების დასრულების შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, ცალმხრივად შეუძლებელია. ამას მხოლოდ ხელისუფლება ვერ გააკეთებს და აქ ოპოზიციის პასუხისმგებლობაც დგას. ჩვენი მხრიდან მზად ვართ, გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

მინდა მქონდეს იმედი, რომ პოლიტიკური პარტიებიც თავის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ ქვეყნის მომავალს, ევროპაში ინტეგრაციასა და ევროპისკენ სვლას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close