საზოგადოება

კახა კალაძე: ილია ელოშვილის მიერ დაწყებულ ყველა საქმეს ბოლომდე მივიყვანთ

ილიას ტრაგიკული გარდაცვალებით გამოწვეული დიდი ტკივილი და დანაკლისი სამუდამოდ დაგვრჩება, თუმცა, ჩვენი ვალია მისი ხსოვნის წინაშე, რომ ილიას მიერ დაწყებული ყველა საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, ღირსეულად განვახორციელოთ ის პროექტები, რასაც წარმატებით უძღვებოდა. მინდა, მივმართო შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულებს: არცერთი პრობლემა მოუგვარებელი არ დარჩება, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ამ მიმართულებას ილია უძღვებოდა და სწორედ მისი დამსახურებაა ისეთი ურთულესი საკითხების მოგვარება, როგორიცაა: „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „ცენტრ პოინტის“ და სხვა დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების საქმეები.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერის მოადგილე ილია ელოშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია, მუნიციპალიტეტი კი მის მიერ წამოწყებულ ყველა საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„დღეს უმძიმესი მთავრობის სხდომაა. დავკარგეთ საუკეთესო მეგობარი, ადამიანი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული საკუთარ საქმეზე, ქვეყანაზე, უპატიოსნესი, პროფესიონალი. მინდა კიდევ ერთხელ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. ილიას ტრაგიკული გარდაცვალებით გამოწვეული დიდი ტკივილი და დანაკლისი სამუდამოდ დაგვრჩება, თუმცა, ჩვენი ვალია მისი ხსოვნის წინაშე, რომ ილიას მიერ დაწყებული ყველა საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, ღირსეულად განვახორციელოთ ის პროექტები, რასაც წარმატებით უძღვებოდა. მინდა, მივმართო შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულებს: არცერთი პრობლემა მოუგვარებელი არ დარჩება, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ამ მიმართულებას ილია უძღვებოდა და სწორედ მისი დამსახურებაა ისეთი ურთულესი საკითხების მოგვარება, როგორიცაა: „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „ცენტრ პოინტის“ და სხვა დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების საქმეები. ის ადამიანები, რომლებიც საცხოვრებელ ბინებს ელოდებოდნენ, ილიას იმედით შეჰყურებდნენ, აუცილებლად მიიღებენ ბინებს მომდევნო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close