საზოგადოება

კახა კალაძემ საზოგადოებას ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა,  საზოგადოებას ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მისთვის თანაქალაქელების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღების, გზავნილებისთვის, კომენტარებისთვის, რასაც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ვიღებდი. ეს დადებითი ემოცია და ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. კიდევ ერთხელ, პირობას გაძლევთ,რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა მომდევნო პერიოდში ყოველდღიური შრომითა და ზრუნვით მეტი გავაკეთო თბილისის განვითარებისთვის და გალამაზებისთვის. რა თქმა უნდა, მინდა, ხაზი გავუსვა იმ თანადგომას და მხარდაჭერას, რასაც ვგრძნობდი ბოლო დღეების განმავლობაში, განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს უწმინდეს, პატრიარქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close