საზოგადოება

კახა კალაძემ მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერი ერთ-ერთ ბენეფიციარს, თინათინ უკლებას პირადად გადასცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერი ერთ-ერთ ბენეფიციარს, თინათინ უკლებას პირადად გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, სოციალურად დაუცველი პენსიონერები აღნიშნული ვაუჩერით წლის განმავლობაში მრავალჯერადად ისარგებლებენ.

„დღეს ერთ-ერთ ბენეფიციართან, ქალბატონ თინათინთან ვიყავით. მას სიმბოლურად გადავეცით ვაუჩერი და საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც დეტალურადაა აღწერილი სხვა პროგრამებიც, რომლითაც შეუძლიათ, ისარგებლონ. ეს არის სამედიცინო გამოკვლევების პროგრამები, სხვადასხვა დაფინანსება და ა.შ. ვაუჩერით სარგებლობისთვის მთავარია, ბენეფიციარებს ჰქონდეთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატების ჩამონათვალი. ნებისმიერ აფთიაქში შეუძლიათ, მივიდნენ და აღნიშნული ვაუჩერი ერთი წლის განმავლობაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოიყენონ. ეს იქნება ერთგვარი შვება მათთვის, რომ შეძლონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების შეძენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა თბილისში დღეიდან ამოქმედდა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close