საზოგადოება

“კალაძის ინიციატივით შემუშავებული თბილისის გამწვანების პოლიტიკა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია”

უკვე ათწლეულებია, რაც ჰაერის დაბინძურება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. 2010 წელს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულმა ადრეულმა სიკვდილიანობამ 400 000-ს,ხოლო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა დაახლოებით €330–940 მილიარდს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევით დადგინდა, რომ 10-დან 9 ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, ყოველწლიურად კი თითქმის 7 მილიონამდე ადამიანი  მყარი ნაწილაკებით გაჯერებული ჰაერის სუნთქვის გამო იღუპება. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ბოლო 4 წლის მანძილზე, თბილისში, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები თითოეული თბილისელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რა გაკეთდა დედაქალაქში გარემოს დაცვისპოლიტიკის მიმართულებით და რა უნდა გაკეთდეს
. “პროგრესნიუსი“ კომენტარისთვის გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს დავუკავშირდით.

_ რასაც ვხედავ, თბილისის გამწვანების პოლიტიკა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. დღევანდელი ტრანსპორტის შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც ადრე იყო, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ფაქტია, რომ აშკარად სხვა რაღაცეები ხდება ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის დაგეგმარებასთან დაკავშირებით და ეს კარგია.
თბილისში გარემოსდაცვითი სტანდარტების გარეშე აღარ ხორციელდება არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი და არ გაიცემა არც ერთი მშენებლობის ნებართვა, რაც როგორც მახსოვს, გარემოს დამცველთა ერთ-ერთი მთავარი მოითხოვნა იყო
_ დიახ, სწორედ ეს იყო ჩვენი ერთ ერთი მოთხოვნა და როგორც იცით, ნელ ნელა ამის მოწესრიგება ხდება. ჯერჯერობით, ბოლომდე ვერ არის აღკვეთილი, მაგრამ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. პირდაპირ შემილია ვთქვა, რომ ბევრი გადაწყვეტილება იგივე ვაკის პარკთან მიმართებაში, იგივე კიკვიძის პარკთან მიმართებაში  სწორად და ძალიან საინტერესოდ გაკეთდა.
_ უკვე გაფუჭებულს, თუნდაც მწვანე ზონებში მშენებლობებს რა ეშველება?
_ ეს ძალიან ძნელი გასასწორებელია, რადგან ადრე გაცემული ნებართვებია და პრობლემატურია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოგვიწევს  შენობის სახურავებზე ვერტიკალურიდა ჰორიზონტალური ბაღების გაკეთებაზე ფიქრი და ამის სტიმულირება.
_ როგორც იცით, მერიამ შეიმუშავა ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია, რის შედეგადაც, თბილისში ნარჩენების სწრაფად და ეფექტიანად გატანა/გადამუშავება ბევრად მარტივი გახდა.
_ ამ მიმართულებით კიდევ, დამატებით არის სამუშაო. თბილისის  ნარჩენების სტრატეგიაახლა კეთდება და იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება. სადღაც სექტრემბრისთვის ველოდებით საბოლოო ანალიზს. როგორც ვიცი, რომ ნელ ნელა თვითონ სტრუქტურაც ემზადება იმისთვის, რომ გადაეწყოს და უფრო სწრაფად მოხდეს უკვე სეპარირებული ნარჩენის შემოტანა და ამ კონცეფციაზე მუშაობა.

ცნობისთვის, დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა.

„როცა 2017 წელს მერის არჩევნებისთვის მიმდინარეობდა მზადება ერთ დიდ პრობლემას შევეჩეხეთ – თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას. საკითხის შესწავლისას, ცხადი გახდა, რომ თუ არ გამოვასწორებდით მდგომარეობას დღეს, ხვალ უკვე ისე გვიანი იქნებოდა, რომ ნებისმიერი რეფორმა, ქალაქის სასიკეთოდ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, წყალში ჩაიყრებოდა“, – აღნიშნა პრტეზენტაციისას კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close