საზოგადოება

ის სავარაუდოდ კონტაქტურიც აღარ არის, ის არ არის მობილური, ვერ დგება საწოლიდან და უჭირს შესვლა კონტაქტში მნახველებთან – ექიმი სააკაშვილის შესახებ

პაციენტი თუ ციხეში რაღაცას მაინც მიირთმევდა და მას ერგებოდა მეტნაკლებად , მას შეეძლო გადადგილება, ფეხზე დგომა, სწორი აზროვნება და ასე შემდეგ და იყო კომუნიკაბელური, დღეს სავარაუდოდ "ვივა მედში" გადაყვანიდან მე-13 თუ მე-14 სამუშაო დღეს, მისი მდგომარეობა არის უკიდურესად დამძიმებული

“პაციენტი თუ ციხეში რაღაცას მაინც მიირთმევდა და მას ერგებოდა მეტნაკლებად , მას შეეძლო გადადგილება, ფეხზე დგომა, სწორი აზროვნება და ასე შემდეგ და იყო კომუნიკაბელური, დღეს სავარაუდოდ “ვივა მედში” გადაყვანიდან მე-13 თუ მე-14 სამუშაო დღეს, მისი მდგომარეობა არის უკიდურესად დამძიმებული, ის სავარაუდოდ კონტაქტურიც აღარ არის, ის არ არის მობილური, ვერ დგება საწოლიდან და უჭირს შესვლა კონტაქტში მნახველებთან.

7 თვის წინ ვთქვით, რომ ეს ასე დამთავრდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამას მოყვა არა თუ ადეკვატური, არამედ სრულიად არაადეკვატური ან ნულოვანი ქმედებები. თუ არ შეიცვლება ნება იმ სახელმწიფო უწყებებისა, რომლებსაც ევალება, რომ რაღაცა შეცვალონ, მე არ ვიცი ეს საით წაგვიყვანს”, – ამბობს ექიმი ლალი ჯავაშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close