პოლიტიკა

ის რუსული პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ადამიანია, რომელსაც საქართველოში დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს. საქართველო ამას არ იმსახურებს. ქართველებმა შესაბამისი პასუხი უნდა გასცენ – არახამია

ვიცი, რომ ჟურნალისტები ამზადებენ სპეციალურ გამოძიებას, რომელიც ფართო საზოგადოებას ყველა მტკიცებულებას აჩვენებენ. ეს ინფორმაცია უნდა დამუშავდეს და გაანალიზდეს, რადგან მე არ ვარ ჟურნალისტი. მე არ ვატარებ ჟურნალისტურ გამოძიებებს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ტვ იმედს აშშ-ში ვიზიტისას განუცხადა.

არახამია საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გავლენებზე საუბრობს და ბრალდებებს კიდევ ერთხელ აყენებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება, თუმცა ამბობს, რომ ფაქტები და მტკიცებულებები თავად არ აქვს.

„მალე გამოქვეყნდება ავტორიტეტული საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ, მე კი არა ამას ჟურნალისტები აჩვენებენ. ვიცი, რომ ისინი ამზადებენ სპეციალურ გამოძიებას, რომელიც ფართო საზოგადოებას ყველა მტკიცებულებას აჩვენებენ. ეს ინფორმაცია უნდა დამუშავდეს და გაანალიზდეს, რადგან მე არ ვარ ჟურნალისტი. მე არ ვატარებ ჟურნალისტურ გამოძიებებს. დანარჩენს, რაზეც ვსაუბრობ და ვგულისხმობ, ვფიქრობ, საქართველოში ყველა გაიგებს. რუსული პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ადამიანია, რომელსაც საქართველოში დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს. საქართველო ამას არ იმსახურებს. ქართველებმა შესაბამისი პასუხი უნდა გასცენ“, – აცხადებს არახამია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close