პოლიტიკა

ისინი სიცოცხლის გადასარჩენად დაიღუპნენ… მარადიული ხსოვნა გმირებს! – გიორგი გახარია

„უმძიმესი ტრაგედიაა!

ჩვენი მაშველები, მედიკოსები, მფრინავები… ისინი სიცოცხლის გადასარჩენად დაიღუპნენ…

მარადიული ხსოვნა გმირებს!

მთელი გულით ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახის წევრების, ახლობლების მწუხარებას! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!“,- წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close