საზოგადოება

ისინი ვერ ჩახედავენ თავიანთ შვილებს თვალებში, ვერ ჩახედავენ მომავალ თაობას თვალებში – ნიკა გვარამიას მეუღლე მოსამართლეებზე

ისინი შევლენ საქართველოს ისტორიაში ისეთები, როგორიც ვნახეთ და ეს ძალიან სამწუხაროა, რაც უფრო ნაკლებად გვეყოლებიან ასეთია ადამიანები, მით უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის.

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე, მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მას ამ სასამართლოსგან განსხვავებული მოლოდინი არ ჰქონია.

“დღეს ჩვენ ვნახეთ ე.წ. მოსამართლეები ე.წ. პროცესზე. მე სხვა იმედი არ მქონდა. გეტყვით იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და აუცილებლად მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას. მე ნამდვილად არ მშურს ამ მოსამართლეების, რადგან ვიცი, რომ კონკრეტულად ეს მოსამართლეები მიიღებენ სათანადო პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან, ამიტომ მხოლოდ წინ და მხოლოდ საბოლოო გამარჯვებამდე. ისინი ვერ ჩახედავენ თავიანთ შვილებს თვალებში, ვერ ჩახედავენ მომავალ თაობას თვალებში და შევლენ საქართველოს ისტორიაში ისეთები, როგორიც ვნახეთ და ეს ძალიან სამწუხაროა, რაც უფრო ნაკლებად გვეყოლებიან ასეთია ადამიანები, მით უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ, მათ შორის, მათი შვილებისთვისაც და მათი სინდისისთვისაც, მაგრამ მათ კარგი პასუხი არ ელით”, – თქვა სოფო ლილუაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close