საზოგადოება

„ისევ დადგება საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა“ – ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ საველე ჰოსპიტლების გახსნა აუცილებელი გახდება:

“ტრაგედიას ვხედავთ, როდესაც 2-3 თვის ინტერვალით, ახლა ზამთრის პერიოდია და ბევრმა სხვა ფაქტორმაც იმოქმედა, კიდევ გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ 40 000-ს გადასცდა აქტიური შემთხვევების რაოდენობა. ახლა ქვეყანას დაუდგება ისევ საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა, ამ წრიდან ვერ გამოვედით.

10 თვის განმავლობაში, ჩვენ თუ 10 000 ადამიანს დავკარგავთ პირობითად, ვაქცინაციას შეუძლია ეს ციფრი 11-ჯერ შეამციროს. ანუ ჩვენ შეგვიძლია 13-14 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ” , – განაცხადა კულუმბეგოვმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close