საზოგადოება

“ირინე, ნეტავ შენ არ ჩაგეწვეთებინა საცოდავი გიასთვის ბოროტი და დამღუპველი შხამ-აზრები, დღეს ზვიადთან და მერაბთან ერთად ოქროს ასოებით ეწერებოდა საქართველოს ისტორიაში”

“ეხ, ირინე, ირინე (გურამ პეტრიაშვილმა 1991 წლის 22 დეკემბრის მეტად ემოციურ გამოსვლაში რუსთაველზე სროლების დაწყებისას გამოიყენა სახელის ეს ფორმა…) ნეტავ შენ არ ჩაგეწვეთებინა იეზუიტური სუგესტიის ცნობილი მეთოდით საცოდავი გიასთვის ბოროტი და დამღუპველი შხამ-აზრები…. დღესაც ცოცხალი იქნებოდა, ზვიადთან და მერაბთან ერთად ოქროს ასოებით ეწერებოდა საქართველოს ისტორიაში და არც ჩვენ ვიქნებოდით 30 წელიწადის მანძილზე ამ უბედურ დღეში, ქვეყანა კი სამშვიდობოს გასული. თორემ “ბალღ” გიორგის განა ასეთი რა უნდა ეთქვა თქვენთვის, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

შეგახსენებთ, ირინა სარიშვილმა გიორგი გამსახურდიას სტატუსს, რომელიც ტვიტერზე გამოაქვეყნა: სააკაშვილი ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ ბუბას, დევის, სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა, ჟორიკა რურუა და ირინა სარიშვილი ჰყავს გმირებად”, უპასუხა და სოცქსელში დაწერა:

“გიორგი, სულ პატარაობიდან გიცნობ. ეროვნულ მოძრაობაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ არ გვქონია შეხება, თუ არ ჩავთვლით იმას რომ პერიოდულად შენ სულ პატარას დედაშენი გარეკინებდა ჩემთან და გიასთან და ისეთებს გალაპარაკებდა ტელეფონში, თავადაც რომ არ გესმოდა მნიშვნელობა.

ამიტომ შენზე ვერც ვბრაზობდი.

მერე, ბევრი წლის მერე, გახსოვს სად შევხვდით ერთმანეთს? სამთავრობო ვერტმფრენში – მე შევარდნაძის მთავრობის წევრი ვიყავი, შენ შევარდნაძის მილიციის თანამშრომელი. მოხვედი და გადამეხვიე. ავთოც იქ იყო ჯორბენაძე. მაშინ აღარ იყავი პატარა. არც ეხლა ხარ პატარა ამ სიტყვებს რომ წერ და არ გრცხვენია, გიორგი?”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close