საზოგადოება

ინტენსიური წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა და რიკოთზე მორაობა შეაფერხა

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა, ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“გზების დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები და გზაზე დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანსპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება.

ამ დროისათვის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შესაძლებელი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close