საზოგადოება

ინდური შტამი უფრო მეტ სიცოცხლეს იმსხვერპლებს – ჯანდაცვის ექსპერტი „კომენდანტის საათის“ გაუქმების წინააღმდეგია

პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე აცხადებს, რომ თუ მოსახლეობის მასობრივი იმუზიცაია მთავრობამ სასწრაფოდ არ დაიწყო, კორონავირუსის მეოთხე ტალღა იქნება გაცილებით მძიმე და მესამე ტალღასთან შედარებით, ინდური შტამი უფრო მეტ სიცოცხლეს იმსხვერპლებს.

“ჩვენ არ გვაქვს მოცდის უფლება, ყველამ უნდა გაიგოს, ვინც არ უნდა იყოს და რა პოზიციაზე არ უნდა იყოს, არ გვაქვს არჩევანის უფლება, სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე, მეტნაკლებად წარმოადგინეს გეგმა, ამ გეგმაში ყველაფერი დადებითი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა რაოდენობის ვაქცინა და როდის შემოდის. მილიონ ნახევარი, მილიონი დოზა გასაგებია, მისაღებია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა იწყებს არჩევანს, ძალიან ცუდი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს, ვერანაირად ვერანაირი კვლევა ვერ შემაცვლევინებს აზრს, რომ სასწრაფოდ უნდა ჩავიტაროთ იმუნიზაცია იმ ვაქცინით, რომელიც გვაქვს. არცერთ ვაქცინას ისეთი ცუდი გამოსავალი არ აქვს, როგორიც იმას, რომ ვაქცინაცია არ ტარდება.

ჩვენ წინ გვაქვს ზაფხულის სეზონი, რომელსაც გარკვეული შემსუბუქებები მოყვება, ამ პერიოდში არა მხოლოდ შიდა ტურიზმი გაიზრდება, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც შემოვლენ ტურისტები. ამასობაში ინდური შტამი შემოგვიტევს და მეოთხე ტალღა იქნება უფრო მძიმე, ვიდრე მესამე. უფრო მძიმე იქნება, უფრო ახალგაზრდა ასაკი იქნება და შესაბამისად გაიზრდება მსხვერპლიც.

ივლისის 15 რიცხვიდან დაიწყება სეზონი, აგვისტოს 15-დან მოხდება ერთმანეთში აღრევა და 20 აგვისტოდან ეს ყველაფრი სამწუხარო პროგნოზით გამოჩნდება. მე როგორც ჯანდაცვის მუშაკი და ექსპერტი, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების წინააღმდეგი ვარ,”-  განაცხადა “დღის კურიერში” თსსუ-ს პროფესორმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ.

რუსთავი 2

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close