Sliderმსოფლიო

იმ დროს, როცა პრიგოჟინი მოსკოვისკენ მიიწევდა, ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორია ფრთოსანი რაკეტებისა და შაჰიდის დრონებით დაბომბეს – უკრაინის გენშტაბის ინფორმაცია

24 ივნისს თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები – დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. გარდა ამისა, მთლიანად განადგურდა ან დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, შენობები და 50-ზე მეტი მანქანა.

იმ დროს, როცა პრიგოჟინი მოსკოვის აღებას გეგმავდა და როსტოვში “ვითარებას ალაგებდა”, როგორც უკრაინის გენერალური შტაბის იტყობინება, გასული დღის, 24 ივნისის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმები ფრთოსანი რაკეტებისა და შაჰიდის დრონებით განახორციელეს

როგორც უწყება წერს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40 ფრთოსანი რაკეტა, ერთი Kalibr-ის ტიპის რაკეტა და სამი Shahed-ის დრონი ჩამოაგდეს

გენშტაბის ინფორმაციით, 24 ივნისს თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები – დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. გარდა ამისა, მთლიანად განადგურდა ან დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, შენობები და 50-ზე მეტი მანქანა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close