საზოგადოება

იმედი მაქვს, პოლიტიკური ვნებათაღელვა სააკაშვილს არ შეუშლის ხელს, რომ სამედიცინო სერვისი საზღვარგარეთ მიიღოს – ლიზა იასკო

რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილი სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ.

“საქართველოში მკურნალობა შეუძლებელია, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ გაიყვანონ ქვეყნიდან. მე როგორც ვიცი, იმ დიაგნოზებიდან გამომდინარე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს დაუსვეს, საქართველოში მკურნალობა შეუძლებელია.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, რამდენად ადვოკატებისგან ვიცი, არსებობს პრაქტიკა, რომ როცა ადამიანი არის მძიმედ, მაშინ შეიძლება იყოს მიღებული სასჯელის გადავადება, როცა ადამიანის გაშვება ხდება ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე. ამომავალი წერტილი უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლე. მე იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა მიხეილ სააკაშვილს არ შეუშლის ხელს, რომ სამედიცინო სერვისი საზღვარგარეთ მიიღოს“, – განაცხადა იასკომ ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიის ეთერში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close