საზოგადოება

ივანიშვილი შესაძლოა, გადარჩეს, ისიც თუ გაუმართლა – ვახო სანაია

სააკაშვილის მიმართ შურისძიება, დამცირება, შეურაცხყოფა, ცინიზმი თესავს შურისძიებას, რომელიც მომავალში აუცილებლად იჩენს თავს. რაც უფრო მძიმე იქნება ახლანდელი ანგარიშსწორების შედეგები, მით უფრო დაუნდობელი იქნება მისი ეფექტი სამომავლოდ.

“სააკაშვილის მიმართ შურისძიება, დამცირება, შეურაცხყოფა, ცინიზმი თესავს შურისძიებას, რომელიც მომავალში აუცილებლად იჩენს თავს. რაც უფრო მძიმე იქნება ახლანდელი ანგარიშსწორების შედეგები, მით უფრო დაუნდობელი იქნება მისი ეფექტი სამომავლოდ. ხელისუფლება არ არის მარადიული. ყველა ვინც ასე სასტიკად იქცევა ახლა, ჭედავს თავის ბედს ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ. არ არის აუცილებელი მომავალი შურისმაძიებლები ახლა მოქმედი პერსონები იყვნენ. პერსონები მხოლოდ ისარგებლებენ იმით, რომ ქართული ოცნების დღევანდელი წარმომადგენლები გაანადგურონ. ხალხის მეხსიერება არ ქრება.
სულ ცოტა სულგრძელობა და ცოტათი ჭკუაც არ აწყენდათ დღევანდელი სისულელის შემოქმედთ. ივანიშვილი შესაძლოა, გადარჩეს. ისიც თუ გაუმართლა. სხვებს რა ეშველებათ, არ ვიცი. აი, ჩვენ კიდევ რიგითი სოზარის გადასარჩენად მოგვიწევს ბრძოლა.” წერს ვახო სანაია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close