პოლიტიკა

“ივანიშვილი რომ ასამართლებს სააკაშვილს ეს ისტორიული უსამართლობაა” – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც რამდენიმე წუთში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს.

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, “ისტორიული უსამართლობა” უნდა დასრულდეს.

“ისტორიული უსამართლობა, რომელსაც ახლა თვალ-ყურს ვადევნებთ, უნდა დასრულდეს და აუცილებლად დასრულდება. თავად ფაქტი, რომ ჩვენ ახლა აქ ვდგავართ და ამ შენობის შიგნით ივანიშვილი რომ ასამართლებს სააკაშვილს ეს ისტორიული აბსურდია, რომელიც რა თქმა უნდა დასრულდება და ამაში ეჭვი არავის ეპარება. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დასრულების მთავარი იარაღი გახლავთ რეჟიმის კიდევ უფრო დასუსტებაში და დამარცხებაში”- აცხადებს მელია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close