პოლიტიკა

სააკაშვილი ივანიშვილის მიერ გამოყენებულ იქნა, როგორც საფრთხობელა და ამ მიზეზით, ასევე ბევრი სხვა ფაქტორის გამო, ის არ დათმობს მას – ჯაფარიძე

სააკაშვილი წლების განმავლობაში ივანიშვილის მიერ გამოყენებულ იქნა, როგორც საფრთხობელა და ამ მიზეზით, ასევე ბევრი სხვა ფაქტორის გამო, ივანიშვილი არ დათმობს მას_ ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა:

„სააკაშვილი თუ მართლა აპირებს ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, თუ ეს, როგორც ხალხის ნაწილი ფიქრობს, არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომ ამ გზით მიაღწევს გათავისუფლებას, არ მჯერა რომ ამას ივანიშვილი დაიჯერებს და ამის გამო გაათავისუფლებს. არც იმისი მჯერა და მეტიც, ყველა ის ადამიანი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება-პოლიტიკიდან ჩამოშორებით პრობლემა გადაიჭრება, პოლარიზაციის პრობლემა გადაიჭრება, სულელი მგონია ყველა. სააკაშვილი ცხადია პოლიტიკურად დევნილი ადამიანია, მაგრამ სააკაშვილი წლების განმავლობაში ივანიშვილის მიერ გამოყენებულ იქნა, როგორც საფრთხობელა და ამ მიზეზით, ასევე ბევრი სხვა ფაქტორის გამო, ივანიშვილი არ დათმობს მას“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close