საზოგადოება

ივანე ჩხაიძე: საქართველოში მესამე ტალღის პიკმა გადაიარა

აქტიური შემთხვევების, ლეტალობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მესამე ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ციფრები კიდევ უფრო შემცირდება, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„თუ ჩვენ გავაგრძელებთ იმ მარტივი წესების დაცვას, რასაც ნიღბის ტარება, დისტანცია და ხელების ჰიგიენა ჰქვია და ჩვენ ვაქცინირებულთა იმ ციფრს, რაც დღეს გვაქვს (6 ათასი) შევინარჩუნებთ, ვფიქრობთ, რომ ეს ზაფხული იქნება გაცილებით უფრო უსაფრთხო, ვიდრე 2020 წელს გვქონდა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 347 762 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 331 680, გარდაიცვალა 4 876 პაციენტი.

„იმედინიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close