პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავალთ

იაგო ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავა. ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა, რომ თავისივე დანიშნული პარლამენტის თავმჯდომარე ჩაანაცვლოს მეორე თავმჯდომარით. ჩვენ არც წინა თავმჯდომარესთან გვქონდა მტრული დამოკიდებულება და არც შალვა პაპუაშვილის მიმართ გვაქვს მტრული დამოკიდებულება. ჩვენ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავალთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ.

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 დეკემბერს დატოვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close